გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში 26 მაისს დაკრძალავენ

გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში 26 მაისს დაკრძალავენ

აფხაზეთის #1 სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დღეს, ზუგდიდის ცენტრში, 19 მაისს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ და მდუმარე აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მომხდარი ფაქტი დაგმეს.

20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში 26 მაისს დაკრძალავენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ