"მგელძაღლას" მიერ ჩადენილი სადისტური მკვლელობის დეტალები

"მგელძაღლას" მიერ ჩადენილი სადისტური მკვლელობის დეტალები

58 წლის ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღე და ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით ქალის ცხედარი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირას იპოვეს. ქალს საფეთქელთან ბლაგვი საგნით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. სამართალდამცავებმა მალე გახსნეს დანაშაული და ელზა გელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. იგი სოფელ ბოდბისხევში მცხოვრები, 50 წლის მამუკა ნადირაშვილია, მეტსახელად - მგელძაღლა, რომელიც ციხიდან ერთი თვის გამოსულია. ნადირაშვილთან ერთად დაკავებულია მისი თანასოფლელი, გელა ყაჯრიშვილი.

გელაშვილებისთვის უცნობია, რა ბრალდება აქვს ყაჯრიშვილს წაყენებული, მაგრამ ჭირისუფალი ორივე დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და თვლის, რომ დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი მკვლელმა ჯერ გააუპატიურა და მერე მოკლა, თუმცა ქალი გაუპატიურებული იყო თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მკვლელობაში ბრალდებული ნადირაშვილი არაერთხელ იყო ნასამართლევი. როგორც სიღნაღში ამბობენ, ბოლოს სწორედ ქალის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს.

მოკლული ელზა გელაშვილი წნორის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი იყო. დაახლოებით 13:00 საათზე წნორის ცენტრიდან დაიკარგა. ახლობლები თავიდან ქალის გაუჩინარების მიზეზად ყაჩაღობას განიხილავდნენ. იმასაც ამბობდნენ, ელზას ბანკიდან თანხის გამოტანა სურდა, რათა წყლის გამათბობელი ეყიდაო, მაგრამ ეს ვერსია მალე გამოირიცხა: გაირკვა, რომ გაუჩინარებულ ქალს ბანკში თანხა აღებული არ ჰქონდა.

ქალის ძებნა ახლობლებმა სიღნაღსა და წნორს შორის ტყეში დაიწყეს. სწორედ ამ ტერიტორიაზე იმავე ღამით, ქალის ფეხსაცმელი იპოვეს. ამან უფრო გააჩინა ეჭვები და საქმეში სამართალდამცავებიც ჩაებნენ.

ელისაბედ გელაშვილი, ელზა გელაშვილის მული:

- იმ დღეს ელზა სამსახურში იყო წასული. 3 საათზე ვურეკავდი, რაღაც მინდოდა მეკითხა, ტელეფონს არ პასუხობდა. ეს უჩვეულოდ მომეჩვენა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, იმ დროს ელზა ცოცხალი რომ არ იქნებოდა და ნაძირალას მიჰქონდა მისი ცხედარი სადღაც გადასაგდებად. ელზას არასოდეს დაუგვიანია, სულ სახლში მოიჩქაროდა. რომ არ გამოჩნდა, მის მთავარ ბუღალტერს დავურეკე. მითხრა, - დღეს პირველ საათზე წავიდა სამსახურიდანო. ტელეფონიც გათიშული იყო, ამიტომ ძალიან შევშფოთდი. ვიფიქრე, რაღაც უბედური შემთხვევაა-მეთქი. წნორიდან სიღნაღამდე შვიდ კილომეტრს ხშირად ფეხით გადიოდა, მანქანა ხომ არ დაეჯახა-მეთქი?!. ჩემს ძმასთან მივედი და ერთად წავედით ელზას საძებნელად. ამ დროს ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა, - მეც გავიკითხე და ერთ ჩვენს ნაცნობ ტაქსის მძღოლს 13 საათსა და 20 წუთზე ელზა წნორის გაჩერებაზე უნახავსო. ის ტაქსის მძღოლი წნორში მიდიოდა, სანამ მგზავრები ჩამოსვა და უკან მობრუნდა, იქ ელზა აღარ დახვდა. სერიოზულად შევშინდით, წნორის პოლიციას მივაკითხეთ. მთელი სამი საათი გვკითხავდნენ და დაგვპირდნენ, ძებნას დავიწყებთო. სიღნაღში ჩემი ძმისა და ძმისშვილების მეგობრები სამ ჯგუფად დაიყვნენ და იმ ტერიტორიების დათვალიერება დაიწყეს, სადაც ჩემს რძალს უნდა გაევლო.  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ