გიორგი მღებრიშვილის განცხადების შემდეგ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები შსს-სთან შეიკრიბნენ

გიორგი მღებრიშვილის განცხადების შემდეგ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები შსს-სთან შეიკრიბნენ

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, შს მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ მათ გადაწყვიტეს თავისი ნებით მივიდნენ შსს-ში და ჩვენება მისცენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

"მე პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

"უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ