"გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია"

"გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია"

გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით დაუზუსტებელ ინფორმაციას ფლობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

იხილეთ ვიდეო| ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მიერ სუფრასთან შესრულებული "ბინდისფერია სოფელი"

"მე მაქვს გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს ეს შეესაბამება სინამდვილეს. მხოლოდ ერთ-ერთი წყაროდან მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ სინამდვილეს შეესაბამება. შემატყობინეს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, ვინც იმყოფებოდა იმ დროს ხიდზე და ახლა ჩემთვის საკმარისია ეს ინფორმაცია, რათა მივხვდე, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ეჭვმიტანილი იყოს დაკავებული. სხვა მხრივ, გაიგზავნა სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული შეტყობინებები და იმედია, რომ მივიღებთ დადასტურებას", - განუცხადა ზაქარეიშვილმა "რუსთავი 2"-ს.

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ. გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ