რუსეთში ე.წ კანონიერი ქურდი ”ზუგდიდსკი” დააკავეს

რუსეთში ე.წ კანონიერი ქურდი ”ზუგდიდსკი” დააკავეს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ავთანდილ ჯიქია დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. იგი ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე დააკავეს. ავთანდილ ჯიქია ცნობილია ავთო ”ზუგდიდსკის” მეტსახელით.

ავთანდილ ჯიქია ეჭვმიტანილია ძარცვაში, რომელიც ორგანიზებულმა ჯგუფმა მოსკოვის ერთ-ერთ უბანში ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული უკვე გადაეცა შესაბამის ძალოვან სტრუქტურებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ