"თარხანმა მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო" - "ჟღალი გენერალი" მოწამლეს?!

"თარხანმა მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო" - "ჟღალი გენერალი" მოწამლეს?!

მსოფლიო 2016 წლის გრანდიოზული სპორტული დღესასწაულის მოლოდინშია - საფრანგეთი უმასპინძლებს­ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს. ქვეყნის 10 ქალაქში მატჩებზე დასწრებას მილიონამდე ტურისტი გეგმავს. ევროპის ჩემპიონატს ელოდება "ისლამური ხალიფატიც". მიუხედავად იმისა, რომ ის სირიასა და ერაყში დაპყრობილ ტერიტორიებს დღითი დღე კარგავს, აცხადებს, რომ ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა და მსოფლიოს საფრანგეთის­ სტადიონებზე შეახსენებს თავს.

იქნება თუ არა დაცული ევროპის ჩემპიო­ნატის უსაფრთხოება? ეს კითხვა ახლა მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურების წინაშე­ დგას. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ საფ­რანგეთში ე.წ. სირიული ტალღის ათასობით მიგრანტი იმყოფება. მათი ნაწილი, ექსპერტების ვარაუდით, "ისლამური ხალიფატის" იდეების მომხრეა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ათეულობით ემისა­რზე, რომლებიც მზად არიან, აბუ ბაქრ ალ ბაღდადისთვის ბაიათის (ფიცი) გამო თავიც კი აიფეთქონ.

არავინ იცის, მოესწრება თუ არა ფეხბ­უ­რთის ჩემპიონატს "ისლამური ხალიფატის" თავდაცვის მინისტრი, რომელიც, აგერ უკვე ორი თვეა, საწოლსაა მიჯაჭვული. თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ ცნობა ჯერ კიდევ 8 მარტს გავრცელდა. პენტაგონი­ იუწყებოდა, რომ 4 მარტს, სირიის ქასაკის პროვინციის ქალაქ ეშ-შადში ავიაიერიშისას დაიღუპა ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის დაბომბვას გადაურჩა, მაგრამ მუცელში მძიმედ იყო დაჭრილი. 13 მარტს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, ბათირაშვილი გარდაიცვალაო. ეს პენტაგონმაც დაადასტურა, მაგრამ დასძინა, გარდაცვლილის ფოტო არ გვაქვსო. მარტის ბოლოს ერთ-ერთი საველე მეთაურისგან შევიტყვეთ, რომ გამოკეთებული ბათირაშვილი მოულოდნ­ელად ცუდად გახდა­ (სუსტადაა, აქვს სულის ხუთვა, გულის რევა). ჩვენი ინფორმაციით, მასთან ჩაყვანილმა ავტორიტეტულმა ორმა ექიმმა ივარაუდა, რომ "ჟღალი გენერალი" მოწამლეს... როგორც მოჯაჰედურ წრეებში ამბობენ, ასეთ სიკვდილს მხოლოდ ალაჰის რჩეულები გადაურჩებიან.

დღეს ომარ ალ შიშანს ერაყში აბუ მულა ომარს ადარებენ. თალიბანის დამაარ­სებელზე იმდენი ლეგენდა დადიოდა, რომ დაეჭვდნენ, ომარი რეალური პიროვნება იყო, თუ პეშევარის დევნილთა ბანაკების მითების პერსონაჟი.

დღემდე არავინ იცის, როგორ იქცა ერთი პატარა ხეობის ცხვარში გაზრდილი ბიჭი "ისლამური­ ხალიფატის" თავდაცვის მინისტრად. ითქვა, მის უკან ვიღაც დგასო. ერთი ვერსიით, ის მისი ძმა, თამაზ ბათირაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელიც სირიაში აბდულ რაჰმანის სახელით იბრძვის.

"კვირის პალიტრისთვის" ამჟამად სხვა ვერსია გახდა ცნობილი და გადავწყ­ვიტეთ, მკითხველს ომარ ალ შიშანის სირ­იაში"კარიერული ზრდის ნაკლებად ცნობილ დეტალებზე მოვუთხროთ.

"მითხრა, ის ღამე ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო"

თარხან ბათირაშვილმა სამხე­დრო საქმე პროფ­ესიად აირჩია - ქართ­ულ ჯარში მსახურო­ბდა. აგვისტოს ომის დროს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერთ სამსახურში იყო, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის გაუარ­ესების გამო (ცალი ფილტვი ამოჰკვეთეს) იძულებული გახდა, ჯარისთვის თავი დაენებებინა. 2010 წელს კი დაიჭირეს...

თარხან ბათირაშვილის მეგობარი: "თარხანი თანასოფლელ ბიჭთან ერთად თბილი­სში იყო. ღამე ახლობელთან უნდა გაეთია. რაღაც საქმეზე წასულან და რომ შეაგვიანდათ, მათმა მასპინძელმა მე დამირეკა - არ გამოჩენილან და არც ტელეფონზე პასუხობენო. ვიფიქრე, ალბათ, ქალ­აქში სეირნობას შეჰყვნენ-მეთქი. თარხანს დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გამითიშა. ცუდი არაფერი­ მიფიქრია, თუმცა, როცა გავიგე,­ იმ ღამეს შინ არ მისულა, შევფიქრიანდი­. დილით დავურეკე.­

მიპასუხა, - მალე გნახავო. როცა ვნახე, მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეთ. ჩემი თანმხლები არაფერ შუაში იყო, მე რომ მახლდა, იმიტომ აიყ­ვანესო. როგორც გავიგე, მის ბიძაშვილს იარაღი გაუყიდია და ამის გამო დაჰკითხეს. თარხანიც და მისი თანმხლებიც იმ დღესვე სოფ­ე­ლში დაბრუნდნენ. მესამე თუ მეოთხე დღეს სოფელში დაადგნენ თავს და აიყვანეს. ამბ­ობდნენ, იარაღი უპოვესო"... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ