ყველაზე უცნაური გაქცევები ქართული ციხეებიდან

ყველაზე უცნაური გაქცევები ქართული ციხეებიდან

არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლებაწართმეულ ადამიანს თვალი გაქცევისკენ უჭირავს. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ციხე, გაჩნდა გაქცევის მცდელობებიც. წლებისა და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა ციხის დაცვის სისტემები და ასევე პატიმრებიც ხვეწდნენ გაქცევის მეთოდებს. ზოგიერთი გაქცევა ლეგენდად იქცა, მასზე წიგნებს წერენ, ფილმებს იღებენ...

30-მეტრიანი გვირაბი

ზოგჯერ გაქცეულები ერთობ სასაცილო დღეში ვარდებიან. ერთი ასეთი კომი­კური სიტუაცია მინდა გავიხსენო. გურამ აბსანძემ (ყოფილი ეკონომიკისა და ფინანსთა­ მინისტრი), ოფიციალური ცნობის თანახმად, ლოთი ქობალიასა და ათ პატიმართან­ ერთად, 30 მეტრი სიგრძის გვირაბი გათ­ხარა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცა. პატიმრების მეგობრებმა იცოდნენ მათი განზრახვა და ციხის გარეთ, ხვრელის ბოლოს, ავტომანქანით ელოდებოდნენ. როდესაც გაქცევის ამბავი გამჟღავნდა, ისინი უკვე საიმედოდ იყვნენ მიმალულნი. სამართალდამცავებს გაქცეულები სამეგრელოში ეგულებოდათ - იქ ლოთი ქობალიას პატივს­ სცემდნენ და ულაპარაკოდ შეიფარებდნენ, სინამდვილეში კი ისინი რაჭაში იყვნენ.

"ქალები" გაიქცნენ

წლების წინ ციხეში ერთ პატიმართან ინტერვიუ ჩავიწერე. მას 20 წელზე მეტი ჰქონდა გატარებული საპყრობილეში, რამდენჯერმე გაქცეულა კიდეც. ერთხელ ქსნის კოლონიიდან თანასაკნელთან ერთად გაიპარა - კედელზე გადაძვრნენ. გარეთ მყოფმა მეგობრებმა ქალის ტანისამოსი და საჭირო ნივთები დაახვედრეს... ორივენი კაბებში გამოეწყვნენ, თავშლები მოიხვიეს, ხელში კალათები დაიკავეს და მხალის მკრეფავი ქალებივით, ნელ-ნელა შეუყვნენ ფერდობს... ვინმე რომ არ დაეჭვებულიყო, დროდადრო ბალახს გლეჯდნენ და კალათში ყრიდნენ. ასე მიეფარნენ თვალს. თუმცა, მალევე სხვა დანაშაულზე დააკავეს და უკან დააბრუნეს.

"გამწარებული მეძებდნენ, მე კი რესტორანში ვიყავი გამოჭიმული"

სპარტაკ ბურდილაძე, ყოფილი "კანონიერი ქურდი", საბჭოთა კავშირის ისტორ­იაში ყველაზე ნორჩი "მოინათლა" ქურდად: "მორიგი დაკავებისას გადავწყვიტე­, სასამართლოდან გავქცეულიყავი. საკნიდან­ გაყვანამდე ყველას გამოვემშვიდობე - აქ აღარ დავბრუნდები-მეთქი. დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე, ავარიაში მოვყევი. ფეხი მტკიოდა და ჯოხით დავდიოდი. იმ დროისთვის ფეხი აღარ მაწუხებდა, მაგრამ ციხის თანამ­შ­რომლებს თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს სიარული ძალიან მიჭირდა. სასამართლოსთან მანქანა მელოდებოდა. მანქანიდან მანიშნეს - იარაღი "ბარდაჩოკშია",­ ყველაფრისთვის მზად ვართო. ხელი გავაქნიე - წადით, არ მჭირდებით-მეთქი. პროცესზე მოსამართლეს ვუთხარი,­ - ცუდად ვარ-მე­თქი. მინდოდა, მივსულიყავი ტუალეტამდე,­ რომელსაც სარკმელი ჰქონდა.­ თუ კანალიზაციის გასაწმენდი მავთულიც დამხვდებოდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ