კიევში 24 წლის "კანონიერი ქურდი" გეგა "ოზურგეტსკი" დააკავეს- დაკითხვისა და ციხეში გადაყვანის კადრები

კიევში  24 წლის "კანონიერი ქურდი" გეგა "ოზურგეტსკი" დააკავეს- დაკითხვისა და ციხეში გადაყვანის კადრები

კიევში, უკრაინელმა სამართალდამცავებმა 24 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად გეგა ოზურგეთსკი დააკავეს. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულის უკრაინიდან დეპორტაცია იგეგმება.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულს სასჯელი არასოდეს მოუხდია. მისი ე.წ. კორონაცია 2013 წელს, საბერძნეთში მოხდა, როდესაც ის 20 წლის იყო.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ უკრაინაში იმისთვის ჩავიდა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ჩადგომოდა სათავეში. დაკავებული უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი საბუთებით ცხოვრობდა.

"საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და "მისო ინტელექსპრესის" საცავში შეაღწიეს, მოპარულია ფული და ოქრო" - ქუთაისში 2 პირი დააკავეს

ყაჩაღობა ბაღდათში - 80 წლის მამაკაცს "კონდახით" გაუსწორდნენ

სროლა თბილისში - დაჭრილია ორი ახალგაზრდა