"ტოტზე თოკით ისე იყო ჩამოკიდებული, ფეხებით მიწას წვდებოდა..." - რა გახდა 32 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?

"ტოტზე თოკით ისე იყო ჩამოკიდებული, ფეხებით მიწას წვდებოდა..." -  რა გახდა 32 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?

რამდენიმე დღის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 32 წლის ვასილ რაზმაძე სოფლის სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცს სოფელში წესიერ და მშრომელ ადამიანად იცნობდნენ. დილით სახლიდან გასული საღამოს შინ რომ არ დაბრუნდა, შეშფოთებულმა ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. მეორე დღეს მეგობრებმა ბიჭი სოფლის სასაფლაოზე იპოვეს, თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილი ხეზე თოკით იმ მდგომარობაში ეკიდა, რომ ფეხებით მიწას ეხებოდა, რაც ახლობლებს აეჭვებთ. მათთვის თვითმკვლელობის ვერსია დაუჯერებელია. ამბობენ, რომ ბიჭი შესაძლოა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის სცენა გაითამაშეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

რამაზ რაზმაძე, ვასილ რაზმაძის ნათესავი:

- შრომისმოყვარე და პატიოსანი კაცი იყო ვასილი. უქმად არასოდეს მინახავს; სულ რაღაცას აკეთებდა, გარკვეული პერიოდი მაღაზიაშიც მუშაობდა. ის და მისი და-ძმა ადრე დაობლდნენ და დედამ სამი შვილი რის ვაივაგლახით გაზარდა; ძალიან მძიმე შრომა უხდებოდა ქვრივ ქალს, რომ შვილები გამოეკვება და ფეხზე დაეყენებინა. ბოლოს კი აი, რა გამოვიდა, - უკვე დაკაცებული შვილი გამოეცალა ხელიდან.

- თუ ეს თვითმკვლელობაა, რას უნდა აეძულებინა, ვასილი, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა?

- გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მალე შევიტყობთ, ეს თვითმკვლელობა იყო, თუ - არა. ისე, ახლობლებს, რა თქმა უნდა, გვაქვს ვარაუდი, რას შეიძლებოდა მიეყვანა ვასილი, აქამდე, თუმცა, ვიდრე ექსპერტიზა დასკვნას დადებს, გვირჩევნია ამაზე არ ვილაპარაკოთ.

მომხდარის სავარაუდო მიზეზზე გვესაუბრა სოფელ კურდღელაურის სხვა მაცხოვრებლი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ასეთ კარგ ბიჭს მსგავსი რამ დაემართებოდა... გული ჰქონდა უსაზღვროდ კეთილი და როგორც ჩანს, ამან დაღუპა. ამბობენ, ფულის სესხებისას შუაში ჩაუდგა ვიღაცასო. ბოლოს ისე მოხდა, რომ რადგან მსესხებელმა ფული აღარ დააბრუნა, ვასილს მიადგნენ, - რადგან შენ შუამავალი ხარ, პასუხიც შენ უნდა აგო და ფული უნდა დაგვიბრუნოო. იმ დღესაც, სახლიდან როცა გავიდა, ოჯახში გაიგონეს როგორ უპასუხა ვიღაცის ზარს და დაპირდა, - კარგი, 20 წუთში მოვალო. ამის მერე წავიდა და აღარ დაბრუნებულა. დღეს გასესხებული ფულის მიზეზით ათასი ჯურის უბედურება ხდება და რა გასაკვირია ამ კეთილი და პატიოსანი ბიჭისთვისაც დაეტეხათ თავზე უბედურება!... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ