ისანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

ისანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

გუშინ, ისანში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა:

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბესიკ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს, 1980 წელს დაბადებულ ეკატერინე ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეკატერინე ქ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით)", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ისანში ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლე მოკლა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ