ქუთაისში 50 წლამდე მამაკაცი მეზობელმა მოკლა

ქუთაისში 50 წლამდე მამაკაცი მეზობელმა მოკლა

წუხელ ქუთაისში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ჭომის დასახლებაში მოხდა.

გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მკვლელობის მიზეზი პირადი უთანხმოება იყო. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს უთანხმოება მეზობელთან ჰქონდა. ცივი იარაღით დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები: "მომხდარზე გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. შსს დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს", - აღნიშნეს უწყებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ