სოფო ნიჟარაძეზე თავდამსხმელი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა

სოფო ნიჟარაძეზე თავდამსხმელი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა

სამართალდამცველებმა ფილარმონიაში, "რუსთავი2"-ის მუსიკალური შოუ "იქს ფაქტორის" დასრულებისას მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დაადგინეს. როგოროც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1983 წელს დაბადებული გოგა ყ., რომელიც ფილარმონიაში კონცერტს ესწრებოდა, შოუს დასრულებისთანავე სცენაზე ავიდა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცი შენობიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ის მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადამ სოფო ნიჟარაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა გოგა ყ.-ს კვალს ინციდენტიდან ერთ საათში მიაკვლიეს. წინასწარი ინფორმაციით, გამოვლენილ პირს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ