პოლიციის უფროსი ბრალდებულის დაკავებისას დაჭრეს - შსს-ს კომენტარი წყალტუბოს ინციდენტზე

პოლიციის უფროსი ბრალდებულის დაკავებისას დაჭრეს - შსს-ს კომენტარი წყალტუბოს ინციდენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში წყალტუბოს პოლიციის უფროსის დაჭრას ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, რევაზ ქობულია ერთ-ერთ დანაშაულში სავარაუდო ბრალდებულის დაკავებისას დაჭრეს .

როგორც უწყებაში განმარტავენ, პოლიციის უფროსის დაჭრას, წინ უძღოდა წყალტუბოს რაიონში კიდევ ერთი დაჭრის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დაადგინეს და როდესაც თემურ გ.-ს დასაკავებლად მივიდნენ, სავარაუდო ბრალდებულმა მიმალვა სცადა.

ტერიტორიაზე სამართალდამცველების შესვლის შემდეგ, თემურ გ-მ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაჭრილია წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია. ორმხრივი სროლის შედეგად ასევე დაჭრილია თემურ გ-ც.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ