ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა... - მკვლელობა ქინძმარაულის ქუჩაზე

ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა... - მკვლელობა ქინძმარაულის ქუჩაზე

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1972 წელს დაბადებულ იგორ ნ.-ს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. იგორ ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ