"მაგდა პაპიძე ბერძენიშვილის შესანარჩუნებლად, ცდილობდა დაორსულებულიყო" - პროკურორის შესავალი სიტყვა პაპიძის პროცესზე

"მაგდა პაპიძე ბერძენიშვილის შესანარჩუნებლად, ცდილობდა დაორსულებულიყო" - პროკურორის შესავალი სიტყვა პაპიძის პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოსთქვამენ. ასევე სიტყვის უფლებით სარგებლობს თავად ბრალდებულიც, თუმცა როგორც ადვოკატები განმარტავენ, მათი სიტყვის შემდეგ თუ რაიმე ექნება სათქმელი მაგდა პაპიძეს, ის განცხადებას ამ შემთხვევაში გააკეთებს.

იხილეთ ვიდეომასალა პროცესიდან

პაპიძის საქმის პროკურორის ელენე ჩხეიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებით, ბრალდებულმა ქმარსა და შვილს საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე. შესავალი სიტყვის დროს, პროკურატურამ ომარ ქაფიაშვილისა და მაგდა პაპიძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოები წარადგინა, რაზეც ბრალდებული ატირდა.

პროკურორის ინფორმაციით, "მაგდა პაპიძეს შეუყვარდა ბერძენიშვილი და გადაწყვიტა ცხოვრების თავიდან დაწყება. ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ოთარ ბერძენიშვილთან და უნდოდა მისი ცოლი გამხდარიყო. ცდილობდა მისგან დაორსულებას, რომ ახალი ოჯახი შეექმნა. მას არ სურდა, ქმარ-შვილის მიმტოვებელი ქალის სახელი ჰქონოდა, ამიტომ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია და გადაწყვიტა, ეს გაეკეთებინა ისე, რომ მკვლელობა სხვას დაბრალებოდა და თვითონ მგლოვიარე ცოლის სახელი ჰქონოდა".

ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობის დროს გაიცნო და მასთან არაერთხელ ჰქონდა სქესობრივი კავშირი.

პროკურორმა ასევე წარადგინა მაგდა პაპიძის დღიური, სადაც იმ ნივთების ჩამონათვალია გაკეთებული, რომელიც მას უნდა შეეძინა. როგორც პროკურორმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, აღნიშნული ჩანაწერებით მტკიცდება, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლისა და შვილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ