შსს-მ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა

შსს-მ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა

შსს-მ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა. როგორც "ინტეპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მე-5 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი "სარკინიგზო კონტროლის" თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით გასვლისას, კიევის ინტერპოლის მიერ 10.12.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1979წ. დაბადებული დილგამ ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დიგლამ ბ.-ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ