ყვარლის რაიონში არასრულწლოვანი მოკლეს

ყვარლის რაიონში არასრულწლოვანი მოკლეს

ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში არასრულწლოვანი ბიჭი მოკლეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი წარმოშობით სოფელ ენისელიდან იყო და ალმატში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა. არასრულწლოვანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც Ambebi.ge-სშინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული სამართალცამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ