ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ტყიბულში, მერკვილაძის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის ამავე უბნის მცხოვრებმა მამაკაცმა ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში მოხდა. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისში ექსპერტის ბიუროშია გადასვენებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამართლდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დაააკავეს.

"შსს-მ ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ოთარ ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივნისს ქალაქ ტყიბულში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებული რამაზ ხ. ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)", - განაცხადეს შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ