"მაგდამ უთხრა, ასეთი ქმარი, რომ მყავდეს მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო... მართლაც მძინარე მოკლა ომარი"

"მაგდამ უთხრა, ასეთი ქმარი, რომ მყავდეს მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო... მართლაც მძინარე მოკლა ომარი"

16 ივნისს, საქალაქო სასამართლოში, დილიდან განახლდა ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. პროცესზე მოწმეების სახით, დაიკითხნენ მეზობლები.

დაიკითხა ასევე მოკლული ომარ ქაფიაშვილის ბავშვობის მეგობარი, მარიამ მაზმიშვილი, რომლის მტკიცებითაც, ომარის ძალიან უყვარდა ცოლი.

"მისგან ხშირად გამიგია, სახლიდან ჩემი გასვლა და მეგობრებთან ყოფნა, მაგდას არ მოსწონს და ვცდილობ, არ ვაწყენინო და ხშირად არ გავიდეო", - განაცხადა მოწმე მაზმიშვილმა. მანაც დაადასტურა, რომ გაიგო თუ არა მომხდარი, მაშინვე წავიდა ომართან სახლში და სახლსა და დერეფანში სისხლის კვალი ნახა.

მარიამ მაზმიშვილი:

"პანაშვიდზე გვერდით მეჯდა ლანა და ყვებოდა, რომ მის დას მაგდას, ჰყავდა საყვარელი ოთო ბერძენიშვილი, ამბობდა, ბოლო დღეებში სულ ამაზე მელაპარაკებოდაო. ისიც თქვა, ომარს ჭორად გაუგია ეს ამბავი და მაგადასთვის უთქვამს, თუ ეს დაგიმტკიცე, იცოდე, რომ არ გაცოცხლებ და მაგდამ დაასწროო. ამას ყვებოდა ლანა, რომელიც ასევე ამბობდა, ბავშვიც არ დამიტოვა, თურმე ეს

ჰქონია ჩაფიქრებული, ომარს უყვარდა მაგდა და ღალატს არ აპატიებდაო...

იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩემი და ომარის საერთო მეგობარ გოგოს, ჰქონდა პრობლემა ქმართან დაკავშირებით და ყვებოდა ამ დაძაბულ ურთიერთობაზე, რა დროსაც მაგდამ უთხრა ამ გოგოს, ასეთი ქმარი, რომ მყავდეს მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო, ბუნებრივია ამ სიტყვებისთვის მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ ვხედავთ, რომ მან მართლა მძინარე მოკლა ომარი"... განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ: მოწმე: "მაგდას შვილი სასტიკად არ უნდოდა... ამბობდა, ერთის გაჩენას სიცოცხლე შევწირეო"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ