ანაკლიის პოლიციის უფროსი მანქანით 22 წლის გოგონას დაეჯახა

ანაკლიის პოლიციის უფროსი მანქანით 22 წლის გოგონას დაეჯახა

ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს. საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება 22 წლის სალომე აქირთავას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის თავდაპირველად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახის მოთხოვნით, სალომე აქირთავა ამჟამად ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დიდიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობა უკვე დატოვა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციის უფროსმა თანამდებობა გამოძიების დასრულებამდე დატოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ