ოთარ ბერძენიშვილის ჩვენების ექსკლუზიური დეტალები: "ჩემთვის ერთი რიგითი ქალი იყო... არასოდეს მიფიქრია მასთან ბავშვის ყოლა"

ოთარ ბერძენიშვილის ჩვენების ექსკლუზიური დეტალები: "ჩემთვის ერთი რიგითი ქალი იყო... არასოდეს მიფიქრია მასთან ბავშვის ყოლა"

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა გრძელდება. პირველი მოწმე, ვინც სასამართლოზე დაიკითხა, ოთარ ბერძენიშვილი იყო.

ბრალდების მტკიცებით, სწორედ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო დახოცა პაპიძემ ქმარ-შვილი. 10 ივნისს მისი დაკითხვა პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა, რადგან პროცესზე მათი პირადი ცხოვრების დეტალებზე უნდა ესაუბრათ... დაკითხვის შემდეგ ის დაცვის თანხლებით გააპარეს შენობიდან.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა გამოძიებისთვის მიცემული ოთარ ბერძენიშვილის ჩვენება, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებიდან:

"...ჩემს უბანში მცხოვრებ ომარ ქაფიაშვილს ბავშვობიდან ვიცნობდი. ტოლები ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ...

...ომარის მეუღლე მაგდა პაპიძე 2015 წლის ოქტომბერში გავიცანი. იგი ჩვენს უბანში ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილის" მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. სამ დღეში ერთხელ იყო "სმენაში"... მალევე მაგდას შევატყვე, რომ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი და სიმპათიით განეწყო. მწერდა მესიჯებს. ერთხელაც შემომთავაზა, ჩაი ერთად დავლიოთო. ვამჩნევდი, ჩემდამი ლტოლვა ჰქონდა, ერთხელაც მანქანით გასეირნება შემომთავაზა. წავიყვანე და... სისტემატურად მწერდა მესიჯებს, რომ მე ვიყავი მისი სუნთქვა და ჩემთან თავს ბედნიერად გრძნობდა. როცა მორიგე იყო, ვაკითხავდი, მიმყავდა მანქანით და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. ღამე მუშაობის დროს, როცა გამომყავდა, მაღაზიას უტოვებდა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს... მას ისე ვუყურებდი, როგორც რიგით ქალს. სხვანაირი გრძნობა არ მქონია. დამირეკავდა, მთხოვდა შეხვედრას, თუ მეცალა, ვხვდებოდი. მაგდასთვის არასოდეს მითქვამს, რომ მასთან ვაპირებდი ახლო ურთიერთობის დამყარებას. მისნაირ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი... წაიკითხეთ სრულად

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ