ლანა პაპიძე: "მე საკადრისი პასუხი გავეცი ყველას"

ლანა პაპიძე: "მე საკადრისი პასუხი გავეცი ყველას"

იყო მუქარები მალხაზ ქაფიაშვილის მეგობარი გოგოს მხრიდან, - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით დაიკითხა.

ლანა პაპიძის შეფასებით, პროკურორების კითხვები უსუსური იყო და ძირითადად მაგდა პაპიძის ინტიმურ ცხოვრებას ეხებოდა. როგორც ლანა პაპიძემ აღნიშნა, მათ არ აქვთ კონკრეტული ეჭვები, თუ ვინ მოკლა ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები, თუმცა გამოუძიებელი ფაქტები "ბევრ რამეზე მეტყველებს".

ლანა პაპიძემ აღნიშნა, რომ მალხაზ ქაფიაშვილის მეგობარი გოგოს მხრიდან არსებულ მუქარებზე მან დეტალურად სასამართლო პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მუქარები ძირითადად მაგდა პაპიძის მისამართით იყო.

"კონკრეტული ეჭვები არ გვაქვს, თუ ვინ მოკლა თორნიკე და ომარ ქაფიაშვილები, თუმცა გამოუძიებელი ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებს შეცვლილი ჩვენებები, მათ შორის დედამთილის ისტერიკები და თავპირის გლეჯვა. მე საკადრისი პასუხი გავეცი ყველას. მე ვერ მოვისვენებდი პასუხები საჯაროდ რომ ვერ გამეცა ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე. დანარჩენს უფალი მიხედავს. 6 თვე აცოცხლა შვილმკვდარი დედა და ესე იგი ის კიდევ იცოცხლებს. გააგრძელებს ცხოვრებას გადასარევად, მშვიდად და დაუბრუნდება ოჯახს. ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ლანა პაპიძემ.

მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

ასევე იხილეთ: მაგდა პაპიძეს სასამართლო დარბაზში აგინეს

"მემუქრება, შენი სისხლით უნდა მოვრწყა სადარბაზოო" - მაგდა პაპიძის და და დედა მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ