რატომ ითხოვა მაგდა პაპიძემ სასამართლო დარბაზიდან გაყვანა

რატომ ითხოვა მაგდა პაპიძემ სასამართლო დარბაზიდან გაყვანა

გარდაცვლილი ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ექსპერტიზის ჩატარების ამსახველი ფოტოების დათვალიერებისას ბრალდებული მაგდა პაპიძე სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

ბრალდებულმა თავად ითხოვა, რომ არ დასწრებოდა აღნიშნული ფოტომასალის გამოკვლევას, რადგან შეუძლოდ იყო. ამ წუთებში ბრალდების მხარე საქმეზე მთავარ გამომძიებელს კითხავს, რომელიც დეტალურად აღწერს თუ რა ვითარება დახვდათ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს.

როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე მისვლისას მოკლულ ომარ ქაფიაშვილს ზედაპირულადაც აღენიშნებოდა თავის არეში დაზიანებები. როგორც გამომძიებელი განმარტავს, ქაფიაშვილს თავის ქალის ძვალი ჰქონდა დაზიანებული.

რაც შეეხება თორნიკე ქაფიაშვილს, გამომძიებლის ინფორმაციით, მას მხოლოდ ნაჭდევები აღენიშნებოდა, სხვა სახის დაზიანებები კი ზედაპირულად არ შეინიშნებოდა.

საქმის მთავარმა გამომძიებელმა პაატა ნოზაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდაცვლილებებს სეზონისთვის შეუფერებლად ეცვათ, რადგან როდესაც შემთხვევის ადგილისა და გვამების დათვალიერება დაიწყეს, ტემპერატურა მინუს 3 გრადუსი იყო, ომარ ქაფიაშვილს კი ძალიან თხელი ტანსაცმელი, თორნიკე ქაფიაშვილს კი მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ