მაია ნიკოლეიშვილი - გარდაცვალების მომენტში კიწმარიშვილის მანქანაში სხვა პირის ყოფნის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს

მაია ნიკოლეიშვილი - გარდაცვალების მომენტში კიწმარიშვილის მანქანაში სხვა პირის ყოფნის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს

გარდაცვალების მომენტში ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში სხვა პირის ყოფნის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განუცხადა, რომელმაც კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდგომ სასამართლოს ექსპერტიზაში მონაწილეობდა.

დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, ექსპერტიზის დროს განიხილეს რამდენიმე ვერსია და დადგინდა, რომ ავტომობილში სხვა პირი გარდაცვლილის მისამართით გასროლას ვერც ერთი პოზიციიდან ვერ შეძლებდა.

"ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეს იყო მჭიდრო, ჰერმეტული მიბჯენითი სროლა. გაკეთდა ექსპერიმენტი, რადგან მანქანაში აღმოჩნდა სისხლის ძალიან თავისებური შხეფები. ამ გარემოებიდან გამომდინარე შეგვეძლო გვემსჯელა, იჯდა თუ არა მანქანაში კიდევ ერთი პირი, თუმცა სისხლის შხეფებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ მანქანაში ვერავინ იქნებოდა. მუშაობის პროცესში გაკეთდა რამდენიმე პოზიცია, მანქანის წინა სალონის კარებებიდან და სხვა პირის ყოფნა ამ პოზიციიდანაც გამოირიცხა, რადგან იმ კუთხიდან, რომლიდანაც მიყენებული იყო დაზიანება, გასროლა პრაქტიკულად ვერ ხორციელდებოდა.

გარდაცვლილის ძმას რამდენიმე ვერსია ჰქონდა, სავარძლის გვერდითა მხრიდან საკმაოდ უხერხულ პოზებში დგომების, რომელიც საკმაოდ არაბუნებრივია. უკანა პოზიციიდან, რასაც ასევე გარდაცვლილის ძმა მიუთითებს, ვერ მოხდებოდა გასროლა, რადგან მანქანა ძალიან მჭიდროდ იდგა. ასე რომ, მანქანის წინა, მარცხენა და მარჯვენა ფანჯრიდან სროლა გამორიცხულია. არსებული მონაცემებით, მეორე პირის ყოფნა გამოირიცხა", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ