"მაგდას დედამ მითხრა, მჯერა, რომ მაგდას გაკეთებულია..." - მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის ჩვენების დეტალები

"მაგდას დედამ მითხრა, მჯერა, რომ მაგდას გაკეთებულია..." - მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის ჩვენების დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები 2 კვირაზე მეტია, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ, მაგდა პაპიძის საქმეს იხილავენ. მსაჯულები ბრალდების მოწმეების ჩვენებებს ისმენენ. პროკურატურამ ათეულობით მოწმე უკვე დაკითხა. საინტერესო იყო გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმის, მალხაზ ქაფიაშვილის საჯარო დაკითხვა. მან მომხდარი თურქეთში შეიტყო, ამბობს, რომ ოჯახთან ხშირი მიმოწერა ჰქონდა, ძმას სიკვდილამდე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზის" სტატიიდან:

მალხაზ ქაფიაშვილის ჩვენებიდან:

- ბოლო ხანებში მაგდა "ფეისბუკზე" ხან მპასუხობდა, ხან - არა, ან მოკლე პასუხებს მცემდა. ჩემს ძმასაც "ვაიბერის" საშუალებით ვუკავშირდებოდი. ბოლოს 19 დეკემბერს, შვიდის ნახევარზე ვესაუბრე, მესიჯი მომწერა და პასუხი ცხრის წუთებზე დავუბრუნე, თუმცა არ მისვლია, რადგან უკვე გაითიშა მისი ტელეფონი. 20 დეკემბერს, საღამოს "ფეისბუკში" რომ შევედი, უამრავი მესიჯი დამხვდა, ყველა მწერდა, რომ ნახავ ამ წერილს, ჩაალაგე ჩემოდანი და სასწრაფოდ ჩამოდიო. ჩემი იქაური ნომერი არავინ იცოდა და მთხოვდნენ, მოგვწერეო. დავწერე "ფეისბუკში" ჩემი ნომერი და მეგობარმა დამირეკა. მითხრა, ომარი ავარიაში მოყვა, რეანიმაციაშია და მძიმედ არისო. 10 წუთი ცუდად ვიყავი. უკან რომ შევედი, სტატია ვნახე, მაგდა პაპიძემ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები მოკლაო. გავგიჟდი, როგორ ჩამოვედი არ მახსოვს, აქ ისეთი სურათი დამხვდა ძმა და ძმისშვილი დახოცილი და ყოფილი რძალი დაჭერილი. მერე გავიგე ყველაფერი, რაც მოხდა.

***

სახლში ორი მიცვალებული გვესვენა და იმის ნაცვლად, ლანასა და დედამისს ეგლოვათ, დადიოდნენ და ეძებდნენ წიგნებსა და მაგდას ნივთებს. მაგდას დედამ, ლია შამუგიამ მითხრა, მჯერა, რომ მაგდას გაკეთებულია, მაგრამ ხალხის დასანახავად ვამბობ, რომ არ არის მაგდას გაკეთებული, რადგან მაგდა ბავშვის დედააო. დამაინტერესა, რა იყო ამ წიგნებში და მეც დავიწყე ძებნა. დერეფანში კარადა იდგა, რომელიც გასაღებით იყო ჩაკეტილი. გავხსენი და ვიპოვე მაგდას ჩანაწერები სასიყვარულო ურთიერთობაზე და რაღაც პარკი. წერდა ვიღაც მონადირეზე: ერთ საღამოს მივედი, დავრჩი მასთან და დილით ჩემთვის გირჩები და ყვავილები ჰქონდა დაკრეფილიო. ასეთ რამეებს წერდა. იმ ცელოფანში ვიპოვე ის გირჩები, ვარდის ფურცელი და რაღაცები...

***

... წინა დღეებში ომარს თავისი ერთ-ერთი ძმაკაცისთვის დაურეკავს და უკითხავს, სად შეიძლება გავაკეთო ტელეფონის ზარებისა და მესიჯების ამონაწერიო? ომარი ეჭვობდა, რომ მისი ცოლი ვიღაცასთან დადიოდა და ალბათ ამისთვის სჭირდებოდა. სანამ ომარი გაიგებდა, მაგდამ იქამდე მოიშორა და დაასწრო... პანაშვიდებზე ლანაც იძახდა, რომ მაგდამ დაასწრო ომარსო. ჩემი რძალი ფიზიკურად ძლიერი იყო, ფრენბურთს თამაშობდა... ომარს მაგდა ისე უყვარდა, არავის ეტყოდა, რომ მას ცოლი ღალატობდა, მაგრამ ამას რომ გაიგებდა, არ ვიცი, მერე რას იზამდა...

მოწმეთა ჩვენებების სხვა დეტალები წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 22 ივნისის ნომერში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ