გამომძიებელი: "პაპიძემ ბავშვს ხელი ცხვირზეც ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას რა მოჰყვებოდა"

გამომძიებელი: "პაპიძემ ბავშვს ხელი ცხვირზეც ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას რა მოჰყვებოდა"

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის მთავარმა გამომძიებელმა, სასამართლო პროცესზე იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც გამოძიების ვერსიით მიუთითებს, რომ მაგდა პაპიძემ შვილი განზრახ მოკლა.

გამომძიებლის ნუგზარ ნათელაშვილის ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ შვილს სასუნთქი გზები გადაუკეტა და ბრალდებულმა იცოდა ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა.

"თუ ბავშვის გაჩერება გინდა, მხოლოდ პირზე ხელის აფარება საკმარისია, ხოლო თუ განზრახ მკვლელობა გაქვს დაგეგმილი - პირზე და ცხვირზე უნდა ააფარო ხელი. პაპიძემ ხელი ცხვირზეც ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა, ამიტომ ეს განზრახვა იყო.

მანამდეც, მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ეწერა - "მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს, გადავაფარო "სიდენიებს" პარკები" და ასე შემდეგ, რითაც ბავშვის მკვლელობის განზრახვამდე მივდივართ. ამასთან, შვილი დასთან, ლანა პაპიძესთან შეეძლო დაეტოვებინა", - განაცხადა ნუგზარ ნათელაშვილმა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ