კადრები სასამართლო პროცესიდან, სადაც ე. წ. კანონიერ ქურდ დავით გერლიანს პატიმრობა შეეფარდა

კადრები სასამართლო პროცესიდან, სადაც ე. წ. კანონიერ ქურდ დავით გერლიანს პატიმრობა შეეფარდა

ბრალდების მხარე სასამართლოს მისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას სთხოვდა, რაც მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა სრულად გაიზიარა. პროკურატურა ბრალდებულს კანონიერი ქურდობის გარდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასაც ედავება. პროკურატურისგან განსხვავებით ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა ბრალდებულ დავით ჩაჩიბაიას ინტერესების დამცველი. როგორც ადვოკატმა თამარ აბესაძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, დავით ჩაჩიბაია საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გამოუშვეს უკრაინიდან და ის იძულებული იყო, რომ შემოსულიყო საქართველოში. ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდებინათ 50 000-ლარიანი გირაო. თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დავით გერლიანი-ჩაჩიბაია პატიმრობაში დატოვა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ