საგანგებო მდგომარეობა ამალი-დევდორაკის ხეობაში: სტიქიის ზონიდან მოქალაქეები და ავტომანქანები გამოიყვანეს

საგანგებო მდგომარეობა ამალი-დევდორაკის ხეობაში: სტიქიის ზონიდან მოქალაქეები და ავტომანქანები გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და გადაუდებელ ღონისძიებებს კოორდინაცია გაუწია.

ხეობაში შს მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

23 ივნისს, მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. ადიდებული მდინარის წყალმა საავტომობილო გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134კმ-135კმ მონაკვეთი დააზიანა.

ხეობაში მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, რომლებმაც სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეების და ავტომანქანების გამოყვანა უსაფრთხოდ შეძლეს.

მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დაიკეტა. ავტომანქანების გადაადგილება ნებადართულია სოფელ გველეთამდე. მომხდართან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი "დარიალი" ორივე მიმართულებით დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვეტმფრენი უკვე ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ