"გაბრიყვებული გამოვედი" - რატომ არ ეთანხმება ზურა კიწმარიშვილი პროკურატურის ვერსიას?

"გაბრიყვებული გამოვედი" - რატომ არ ეთანხმება ზურა კიწმარიშვილი პროკურატურის ვერსიას?

ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი გამოძიებისა და პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმება და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. საკუთარ არგუმენტებზე ზურა კიწმარიშვილმა "პოლიტიკაში" ისაუბრა.

მე ვთვლი რომ ეს არის ტყუილი. გამოძიებამ რა საკითხებზეც ისაუბრა, არის აისბერგის წვერი. არის უამრავი საკითხი, რაზეც გამოძიებას არ აქვს პასუხი. აპელირება იმისა, რომ გარდაცვლილმა გაისროლა-არასერიოზული და უპასუხიმგებლოა.

ასევე საუბარია ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც ჩატარდა 2014 წლის შემოდგომაზე. შესწავლილი იქნა ავტომობილის სალონი და გავრცელებული სისხლის შხეფები. მაშინ დადგინდა რომ ტავისუფალი სახით ადამიანი ვერ იქნებოდა. ის პოზიციები რომელიც მე მივიღე ექსერიმენტში საპირწონედ ვარაფერი ვერ მითხრეს გარდა იმისა, რომ რატომ მიიღებდა ასეთ პოზიციას პოტენციური მკვლელი. ან რა იცოდა მან ფიზიკის კანონების შესახებ... მე სხვა არგუმენტი იქ არ მიმიღია. ჩემს მოსაზრებას იზიარებდნენ მოწვეული ექსპერტები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გაბრიყვებული გამოვედი ამ შემთხვევაში. ეჭვქვეშვაყენებ ამ მნიშვნელოვანი ექსპერიმეტის შედეგებს, რომელიც ერთადერთი უტყუარი მკიცებულებაა გამოძიების მხრიდან... ამ ექსპერიმენტს ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ.

ჩვენ გამოძიებას გავაგრძელებთ აუცილებლად, რადგან თავიდანვე ვთვლიდით, რომ მცდარი მიმართულებით წავიდა. ორი მტავარი ფაქტორი რაც მტკივცებულებად ჰქონდათ ეს 2014 წელს ჰქონდათ. რატომ არ წარადგინეს ორი წლის განმავლობაში? ...

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ