საქართველოში ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

საქართველოში ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისი-სტამბულის რეისით საქართველოდან გასვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 2016 წლის 21 მარტიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული აჰმეტ ს. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჰმეტ ს.-ს ბრალი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, რაც ფულის გაყალბებას გულისხმობს.

ამჟამად აჰმეტ ს.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ