2006-2012 წლებში საქართველოში შემოსული და გასული "კანონიერი ქურდების" სია

2006-2012 წლებში საქართველოში შემოსული და გასული "კანონიერი ქურდების" სია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2006-დან 2012 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე 12 "კანონიერი ქურდი" შემოვიდა და გავიდა.

აღნიშნული პირების სიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

1.2008 წ. აპრილი ე.წ. "პაწუა"; 2.2008 წ. თებერვალი ე.წ "თავა"; 3.2011 წ. თებერვალი ე.წ. "გოჩა რუსთავსკი"; 4.2011 წ. დეკემბერი ე.წ. "რამაზა"; 5.2009 წ. ოქტომბერი ე.წ. "ამირან ლანჩხუთსკი"; 6.2008 წლის თებერვალი ე.წ. "ბოქსიორა"; 7. 2009 წლის ივნისი ე.წ. "რამაშკიჩი"; 8. 2010 წლის ივნისი ე.წ. "ბეგო"; 9.2009 წლის სექტემბერი ე.წ. "ძაგუნია"; 10.2009 წლის თებერვალუ ე.წ. "კობა სუხუმსკი"; 11. 2009 წლის მაისი ანთიმოზ ქ.; 12.2012 წლის იანვარი სულხან ჯ.

23 ივნისს, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილი განაცხადა, რომ 2006-12 წლებში საქართველოში შემოსული და გასული "კანონიერი ქურდების" შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებდა.

"არაერთხელ გასაჯაროვდა იმ "კანონიერი ქურდების" სია, რომლებმაც 2006-12 წლამდე სახელმწიფოს საზღვარი გადმოკვეთეს და გადაკვეთეს ოფიციალურად და მათ მიმართ არანაირი ზომები არ გამოიყენეს, არავინ დაუკავებიათ და პირიქით, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ", - განაცხადა მღებრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ