მოათავსებენ თუ არა ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში - საქალაქო სასამართლოს პასუხი

მოათავსებენ თუ არა ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში - საქალაქო სასამართლოს პასუხი

ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში მოთავსებაზე უარი ეთქვათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგალავს ერთ საკანში მოთავსების მოთხოვნით ადვოკატებმა მიმართეს. მათი განცხადებით, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საკნებში მარტო ყოფნა არადაამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია.

ადვოკატების მოთხოვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ერთ საკანში მოთავსების თხოვნით მათ სასჯელაღსრულების სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა სასჯელაღსრულების სამინისტრომ იმ არგუმენტით არ დააკმაყოფილა, რომ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ერთ საქმეზე არიან ბრალდებულები. ამავე არგუმენტით უთხრა საქალაქო სასამართლომ უარი ადვოკატებს უგულავასა და მერაბიშვილის ერთ საკანში მოთავსებაზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ