პროკურორი - ეროსი კიწმარიშვილმა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე არსებული ბინა 2013 წლის 27 ივნისს გაასხვისა

პროკურორი - ეროსი კიწმარიშვილმა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე არსებული ბინა 2013 წლის 27 ივნისს გაასხვისა

პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილმა ნიუ იორკში, მანჰეტენზე არსებული ბინა 2013 წლის 27 ივნისს გაასხვისა და მიღებული თანხით ვალი გაისტუმრა, რომელიც აშშ-ში ჰქონდა, - ამის შესახებ პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პროკურორმა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა და არასწორი უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ეროსი კიწმარიშვილს ნიუ იორკში, მანჰეტენზე ძვირადღირებული ბინა ჰქონდა.

"კანონმდებლობის მიხედვით, თვითმკვლელობა დანაშაული არ არის და როგორც მოტივზე ვერ ვილაპარაკებთ... ჩვენ ვახდენთ ფაქტების კონსტატაციას, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვალები - 310 000 დოლარისა და 120 000 ლარის ოდენობით. გარდაცვალების წინა დღეს მის საარჩევნო შტაბში საპროტესტო აქცია მოეწყო, ბევრი ადამიანი კუთვნილი თანხის დაბრუნებას მოითხოვდა. რაც შეეხება ქონებას, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც ითქვა, რომ მას ნიუ იორკში, მანჰეტენზე ძვირადღირებული ბინა ჰქონდა. დოკუმენტურად დადგენილია, რომ 2013 წლის 27 ივნისს კიწმარიშვილმა ვინმე ჯალანზე გაასხვისა ბინა და მიღებული თანხით გაისტუმრა ვალი, რომელიც აშშ-ში ჰქონდა. დადგინდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიც ჭავჭავაძის პროსპექტზე იპოთეკით არის დატვირთული", - განაცხადა აღლემაშვილმა.

პროკურორის განცხადებით, დადგენილია ისიც, რომ ეროსი კიწმარიშვილის ყველა ბიზნესში საქმე მოგებისკენ არ იყო წასული.

"მაგალითად, ერთ-ერთ რესტორანში მზარეულს ხელფასი ვერ გადაუხადეს და ერთ-ერთმა მოწილემ მას თანხის სანაცვლოდ საკუთარი ავტონმანქანა გადასცა. ანუ მზარეულის იმხელა სახელფასო ვალი ჰქონდათ, რომ იმ ფასად ავტომანქანა მისცეს. პროკურატურას მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, ვინ რა დროს რისთვის იკლავს თავს, არ ევალება. ჩვენ თვითმკვლელობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი დავასახელეთ. ის, რაზეც ოჯახის მხრიდან კეთდება მუდმივი მინიშნებები, რომ მოხდა მკვლელობა, ცალსახად გამოირიცხა. გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ იმ ტრაექტორიითა და მდგომარეობით (პოზებით), რა სურათიც გვქონდა, სხვა პირს ავტომანქანაში უბრალოდ იარაღის გასროლა არ შეეძლო", - განაცხადა აღლემაშვილმა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 27 ივნისის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი და მიიღეთ წვდომა სასურველ სტატიაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ