ფსიქიატრი - მაგდა პაპიძეს ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს

ფსიქიატრი - მაგდა პაპიძეს ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომაზე ფსიქიატრი დაიკითხა, რომელმაც ბრალდებულის ფსიქიატრიული მდგომარეობა შეაფასა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, ექიმ-ფსიქიატრ ქეთევან შევარდნაძის განცხადებით, მაგდა პაპიძესთან გასაუბება, სამკაციანი კომისიის შემადგენლობით, 2016 წლის 13 იანვარს შედგა. ფსიქიატრის თქმით, ის მაგდა პაპიძეს ხანგრძლივად ესაუბრა, გასაუბრებამდე კი სისხლის სამართლის საქმის მასალები შეისწავლა.

ფსიქიატრის ინფორმაციით, საუბრისას მაგდა პაპიძე იშველიებს მხატვრულ ეპითეტებს, შედარებებს, ცდილობს გასცეს კითხვებს ამომწურავი პასუხი და გადმოსცეს სათქმელი მხატვრულად, რაც მის ნათქვამს არაბუნებრიობას სძენს. ფსიქიატრმა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ისტერიულ-პერსონოლოგიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი დიაგნოზი არ არ არის კავშირში პირის შეურაცხადობასთან.

"ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს მაგდა პაპიძე არ იყო შეურაცხადი, მას შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და შეეძლო გაეანალიზებინა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და მისი შედეგები. მაგდა პაპიძეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მას საკუთარი თავის დაცვაში", - განაცხადა ქეთევან შევარდნაძემ. ფსიქიატრის დასკვნით, მაგდა პაპიძეს ასევე ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ