შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს

შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს

"ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებული შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება, პროცესს სამივე ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, დანარჩენი ორი ბრალდებული - ვაჟა ლილუაშვილი და ლევან ქარდავა სხვა საქმეებთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფებიან.

"ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა რამდენიმე წუთის წინ შეეფარდათ.

უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა განესაზღვრათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 24 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავიდა. 24 ივნისს გამართულ სხდომაზე ბრალდებულებმა, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.

საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების" ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.

ასევე იხილეთ ვიდეო: რა კომენტარის გაკეთება მოასწრო შოთა ხიზანიშვილმა დაკავებამდე?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ