ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 18 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 18 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 18 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ათობით ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.

ესპანელი გამომძიებლების მტკიცებით, დაკავებულები ბინებს მადრიდში ძარცვავდნენ. ყველა მათგანი ე.წ. "ქართული მაფიის" წევრებად მიიჩნევა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ე.წ. ექსპერტები, რომლებიც სპეციალიზებულები არიან ნებისმიერი საკეტის გაღებაში.

"სპეცოპერაცია მადრიდში - ეს მხოლოდ ერთ-ერთია ასეთ ღონისძიებებს შორის, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის ქალაქებში ჩატარდა, სადაც ათეული წლებია ქურდობენ დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება", - წერს "რადიო თავისუფლება".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ