სასამართლოში მაგდა პაპიძის დაკითხვა შესაძლოა დღეს დაიწყოს

სასამართლოში მაგდა პაპიძის დაკითხვა შესაძლოა დღეს დაიწყოს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. თავდაპირველად ბრალდების მხარე დარჩენილ ერთ მოწმეს დაკითხავს, რომელთან ერთადაც მაგდა პაპიძისა და ოთარ ბერძენიშვილის პირადი მიმოწერა უნდა გამოიკვლიონ.

პროცესი სავარაუდოდ დაიხურება, რადგან მიმოწერა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავს.

დაცვის მხარეს სულ 4 მოწმე ჰყავს დასაკითხი, რის შემდეგაც უკვე თავად ბრალდებულის, მაგდა პაპიძის დაკითხვა დაიწყება.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ