საზღვრებსა და აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდა - შსს განცხადებას ავრცელებს

საზღვრებსა და აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდა - შსს განცხადებას ავრცელებს

იხილეთ ფოტო: რა ხდებოდა წუხელ სტამბოლის აეროპორტში ტერაქტის პირველ წუთებში - ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს.

როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება.

"შსს-ს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში. საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს. საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს", - ნათქვამია განცხადებაში.

ხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ, რათა თურქეთიდან რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ