"ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია" - მაგდა პაპიძის დაკითხვის დეტალები

"ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია" - მაგდა პაპიძის დაკითხვის დეტალები

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ადასტურებს, რომ ოთარ ბერძენიშვილთან ინტიმური ურთიერთობა ორჯერ ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა, როგორც ამას პროკურორები მოიხსენიებენ, არ ჰქონია. მაგდა პაპიძის დაკითხვა სასამართლოში დღეს დაიწყო. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ოთარ ბერძენიშვილს 2015 წლის 19 დეკემბერს, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების გარდაცვალებამდე შეხვდა და ურთიერთობის გაწყვეტა სთხოვა.

"ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია. მე არ ვიცი, თქვენ რას ეძახით სიყვარულს, მაგრამ ჩემთვის ეს ის არ ყოფილა. ჩვენ არანაირ მომავალზე არ გვქონია საუბარი. მე ოთარ ბერძენიშვილს 19 დეკემბერს შევხვდი და ვუთხარი, რომ კონტაქტი გაგვეწყვიტა. ჩვენი ურთიერთობა ორმხრივი რომ ყოფილიყო, ცივილურად გაგრძელდებოდა. ომარი მოძალადე არ იყო, ყველაფერს გაიგებდა და ცივილურად გავშორდებოდით ერთმანეთს", - განაცხადა ბრალდებულმა.

მაგდა პაპიძემ ასევე ბოლო პერიოდში ქმართან, ომარ ქაფიაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა, რაც ომარ ქაფიაშვილის სამსახურით ახსნა. პაპიძის თქმით ბოლო თვეებში, სამსახურის გამო ომარ ქაფიაშვილი სახლში იშვიათად მიდიოდა.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დაკითხვას პროკურორები ხვალ გააგრძელებენ. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ