მაგდა პაპიძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დაიხურა

მაგდა პაპიძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დაიხურა

ბრალდებულ მაგდა პაპიძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დაიხურა. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დაკითხვის დახურვის შუამდგომლობა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძის წინაშე ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორებმა შუამდგომლობის დაყენებამდე განცხადება გააკეთეს და ბრალდებულს ჰკითხეს, სურდა თუ არა პროცესის დახურვა, რადგან მათი მხრიდან დაისმებოდა ისეთი კითხვები, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას და ასევე იმ მტკიცებულებებს შეეხებოდა, რომელიც მხარეებმა დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას სურს პროცესის დახურვა, ვინაიდან არ სურს რაიმე კითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს. აქედან გამომდინარე, პროკურორებმა მოსამართლის წინაშე იშუამდგომლეს, რომ სასამართლო პროცესი მაგდა პაპიძის დაკითხვის ნაწილში დახურულიყო.

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ