"არ ვაპირებ უხერხულ კითხვებზე პასუხებისგან თავის არიდებას" - მაგდა პაპიძეს დახურულ სხდომაზე კითხავენ

"არ ვაპირებ უხერხულ კითხვებზე პასუხებისგან თავის არიდებას" - მაგდა პაპიძეს დახურულ სხდომაზე კითხავენ

29 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული, მაგდა პაპიძის დაკითხვა დაიწყო. გუშინდელ პროცესზე პაპიძემ თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გაიცნო ომარ ქაფიაშვილი და რა ურთიერთობა ჰქონდა ოთარ ბერძენიშვილთან.

მაგდა პაპიძის დაკითხვა დღეს დილით განახლდა. პროცესზე, ორივე მხარეს - ბრალდებასაც და დაცვასაც პაპიძე დასაკითხთა სიაში ჰყავდათ, ხოლო პაპიძემ აირჩია, რომ ის პროკურატურას დაეკითხა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობით პროკურორმა დავით ნეფარიძემ მაგდა პაპიძეს სხდომის დახურვა შესთავაზა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ ბრალდებას კითხვები ინტიმურ ურთიერთობასთან დაკავშირებით ექნებოდა, "რადგან ამის გარეშე სხდომა ვერ წარიმართება იმიტომ, რომ მოტივი სწორედ ეს არის", - განაცხადა პროკურორმა. მან ბრალდებულს მიმართა, საბოლოოდ დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, სურდა თუ არა სასამართლო სხდომის დახურვა.

ამის შემდეგ, პაპიძემ და თავის ადვოკატებმა მოითათბირეს, ისინი დაეთანხმნენ პროკურატურის შუამდგომლობას, რომ მაგდა პაპიძის დაკითხვის დროს სასამართლო სხდომა დაიხუროს.

"არ ვაპირებ უხერხულ კითხვებზე პასუხებისგან თავის არიდებას, თანახმა ვარ, რომ სხდომა დაიხუროს", - განაცხადა ბრალდებულმა.

ამის შემდეგ, პროკურორმა პროცესზე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, მან მოითხოვა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, დარეჯან მინდიკაური (ომარ ქაფიაშვილის დედა) დასწრებოდა სასამართლოს, რადგან პროკურორის თქმით, მინდიკაურის ინტერესია, გაიგოს რეალურად რა მოხდა და რატომ მოუკლეს შვილი და შვილიშვილი. "დაზარალებული დარბაზში წესრიგს მაქსიმალურად იცავს და იყოს"...განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ