ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯამალაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აიძულებენ - ადვოკატი

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯამალაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აიძულებენ - ადვოკატი

ადვოკატის ინფორმაციით, ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯამალაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აიძულებენ. როგორც გიორგი ფოფხაძე აცხადებს, ბრალდებულს ასევე მოტყუებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რომლითაც, მას საკუთარი ინტერესების დამცველზე უარი ათქმევინეს და სახაზინო ადვოკატი აუყვანეს.

ადვოკატის თქმით, მოგვიანებით ზურაბ ჯამალაშვილმა სახაზინო ადვოკატის მოთხოვნა გადათქვა და ამას დღევანდელ სასამართლო პროცესზეც განაცხადებს.

ფოფხაძის განმარტებით, ის ისევ ზურაბ ჯამალაშვილის ინტერესების დამცველად რჩება.

"გუშინ ღამე შეუვარდნენ ზურაბ ჯამალაშვილს, შეიყვანეს სახაზინო ადვოკატი. ითხოვდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ზურაბ ჯამალაშვილს არ სურს სახაზინო ადვოკატი და ზეწოლის შესახებ დღეს თავად გააკეთებს განცხადებას. პროკურატურა ყველანაირ უკანონობაზეა გადასული", - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ