ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა. მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობაზე მსჯელობის დაწყებამდე მიიღო.

როგორც მოსამართლემ განმარტა, რომ საქმე კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს ეხება, შესაბამისად, არსებობს იმის ალბათობა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ღია სხდომაზე გაჟღერდეს. ანალოგური არგუმენტი ჰქონდა პროკურორს, რომელიც პროცესის დახურვის მომხრე იყო. ბრალდებულთაგან კი პროცესის დახურვის მომხრე მხოლოდ ორი იყო. 3 ბრალდებულის ინტერესების დამცველებმა კი აღნიშნეს, რომ პროცესი ღია უნდა იყოს, ვინაიდან სასამართლო დღეს ბრალდებულთათვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს და შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე მხარეები არავითარ პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს არ გამოიკვლევენ.

დაცვის მხარის ამ პოზიციის მიუხედავად, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ წინასასამართლო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი, ადვოკატი ირაკლი ფხალაძე, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, ინგა ჩატოიანი და გელა ღურწკაია არიან ბრალდებულები.

საქმე 2016 წლის მარტიდან ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს ეხება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ