მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა ქუთაისში

მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების განცხადებით,

"ლიფტის კარის გაღებისას ლიფტი სხვა სართულზე იყო, მამაკაცი კი შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა".

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ გვამის შახტიდან ამოყვანის დროს სამაშველო სამსახურის თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ