კიევის ოლქში კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს, რომელთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა

კიევის ოლქში კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს, რომელთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა

კიევის ოლქში პოლიციამ ბანდიტური ე.წ. შეკრების მონაწილეები დააკავა. ამის შესახებ კიევის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რასაც თან ახლავს ვიდეო.

დაკავებულები არიან აღნიშნული შეკრების მონაწილეები, მათ შორის პირები, მეტსახელებით - "კუწუ", "ხმელი" და "ანდრეი ლვოვსკი", რომლებსაც ე.წ. კანონიერი ქურდების სტატუსი აქვთ. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.

ჩხრეკისას ამოღებულია სამი ერთეული დარეგისტრირებული იარაღი. ოპერატიული ინფორმაციით, კრიმინალები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ გადაენაწილებინათ გავლენის სფეროები როგორც კიევში, ისე მთლიანად რეგიონში.

შეკრების ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა იარაღებთან ერთად დიდი რაოდენობით თანხაც აღმოაჩინეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ