სირიაში გამგზავრებამდე აჰმედ ჩატაევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

სირიაში გამგზავრებამდე აჰმედ ჩატაევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

სირიაში გამგზავრებამდე დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვედენოს რაიონული განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილემ აბუფეტ მუჰადინოვმა განუცხადა.

"ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ ჩატაევი არაერთხელ დააკავეს ევროპაში, ავსტრიაში, უკრაინაში. უკრაინამ ის საქართველოს გადასცა, სადაც ცხოვრობდა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. 2015 წელს კი ის სირიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა", - განაცხადა ჩეჩენმა სამართალდამცავმა.

მისივე ინფორმაციით, რუსულ მხარეს თურქი კოლეგებისთვის მიწოდებული აქვთ ინფორმაცია, რომ აჰმედ ჩატაევი თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვედენოს რაიონული განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, აჰმედ ჩატაევის ძმა, 1991 წელს დაბადებული მანსურ ჩატაევი ჩეჩნური იატაკქვეშეთის წევრი იყო, 2008 წლიდან ის ძებნაშია გამოცხადებული და რუსული სპეცსამსახურების ცნობით, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

თურქულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ