"გასროლისას დედამისმა გადაიხედა, იფიქრა, ვიღაც დაჭრეს, მივეშველებიო და შვილი შერჩა ხელში..." - კანდელაკზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

"გასროლისას დედამისმა გადაიხედა, იფიქრა, ვიღაც დაჭრეს, მივეშველებიო და შვილი შერჩა ხელში..." - კანდელაკზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, 1-ელ ივლისს დაახლოებით ღამის 12 საათზე, 31 წლის მიხეილ ცხაკაია სანადირო თოფით მოკლეს. ახლობლების თქმით, ცხაკაია იპოდრომის ტერიტორიიდან, სადაც ძაღლს ასეირნებდა, შინ ბრუნდებოდა. ის-ის იყო სახლში უნდა შესულიყო, რომ ვიღაცამ დაუძახა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა (თვითმხილველების თქმით, მკვლელი გადაჭრილი სანადირო თოფით იყო შეიარაღებული).

ხმაურზე გარდაცვლილის დედა გამოვარდა და სახლის წინ წაქცეული შვილი დაინახა... დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ცხაკაიას თავისა და გულმკერდის არეში მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, 1986 წელს დაბადებული ბექა დ. ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხაკაია შურისძიების მიზნით მოკლეს, რაზეც საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული.

ახლობლები მიხეილს დადებით ადამიანად ახასიათებენ, - წარსულში ყოფილი მოჭიდავე მოწესრიგებული და მშვიდი ადამიანი იყო. ცხაკაიას ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.

- მიხოს ისეთ დროს ესროლეს, როცა ტელევიზორში ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩი მიმდინარეობდა. თითქმის მთელი უბანი შინ იყო შეკეტილი და ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ სიცხის გამო ფანჯრები ყველას ღია აქვს და ზოგიერთმა გაიგონა, მკვლელმა მიხოს რომ დაუძახა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მკვლელი ჩვენი უბნელია და ამ საცოდავ ბიჭს კარგად იცნობდა. იცოდა, როდის გავიდოდა სახლიდან, როდის დაბრუნდებოდა, კარგად მოემზადა, ჩაუსაფრდა და მოკლა... 31 წლის ბიჭი გამოასალმეს სიცოცხლეს და ოჯახი გაანადგურეს. მიხოს ძალიან კარგი დედა ჰყავს, ყოველთვის სხვისი ტკივილის გამზიარებელი იყო, ახლა კი მას მიაყენეს მწარე და სასტიკი ტკივილი. გასროლისას ქალმა ქუჩაში იმიტომ გამოიხედა, რომ იფიქრა, ვიღაც დაჭრეს და მივეშვლებიო და საკუთარი შვილი შერჩა ხელში, ბიჭი სისხლის გუბეში ცურავდა...  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ