ექსპერტი გახშირებული ავარიების მიზეზებზე: "პატრულმა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მძღოლი­ თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი შუა ქალაქში რბოლის გამართვა"

ექსპერტი გახშირებული ავარიების მიზეზებზე: "პატრულმა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მძღოლი­ თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი შუა ქალაქში რბოლის გამართვა"

რამდენიმე დღის წინ თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელმაც 27 წლის მოტოციკლისტის თორნიკე სუხიაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ რა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რამდენად მნიშვნელოვანია, სამართალდამცველებმა ადეკვატურად გააკონტროლონ მოძრაობის უსაფრთხოება ისე, რომ არც დამრღვევებს დაემუქროს საფრთხე და არც სხვა მოქალაქეებს...

ექსპერტები გაზრდილი ავარიების რიცხვს სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ, მათ შორის საგზაო წესების დარღვევას და არასწორ საგზაო ინფრასტრუქტურას. ექსპერტ ვასილ ურუშაძის თქმით კი, ზოგჯერ უბედური შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა პატ­რულის არაეფექტური­ მუშაობაც გახდეს:

"ყველა ასეთ შემთხვევაში ბრალდებები გამოითქმის­ ხოლმე მძღოლის მისამართით, თუმცა დიდ როლს თამაშობს ინფ­რასტრუქტურაც, არასწორად დაყენებული საგზაო ნიშანი, გაუმართავი შუქნიშნები, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ მანამ ვერ დავიწყებთ­ ამ ყველაფრის პრევენციას, სანამ შსს-ს შესაბამისი სტრუქტურები არ მიიღებენ ზომებს.

შეიძლება უბედური შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი იყოს პატ­რულის ზოგჯერ არაეფექტური­ მუშაობა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი,­ ფაქტობრივად, ვერ ახდენენ საგზაო წესების დარღვევის პრევენციას და ამის პირველი მიზეზი ძალიან დაბალი კომპეტენციაა, იმის არცოდნა, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ისეთ მძღოლებს­, რომლებიც არღვევენ მოძრაობის წესებს, როგორ უნდა აღკვეთონ დარ­ღვევები. საპატრულო ეკიპაჟმა დარღვევა და გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მოტოციკლეტის მძღოლი­ თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი დევნა და შუა ქალაქში რბოლის გამართვა. არის ვიდეოკამერებით აღჭურვილი ქსელი, რომლითაც ერთი ეკიპაჟი მეორეს გადასცემს ინფორმაციას და ასე უნდა ხდებოდეს სხვა ქუჩაზე მისი გაჩერება და დაჯარიმება. ამისთვის ევროპის ბევრ ქვეყანაში საპატრულო პოლიციას ჰყავს მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებები და მათზე რეაგირებას სწორედ მათი მეშვეობით ახდენენ.

საპატრულო პოლიციას თითქმის არა აქვს იმის საშუალება, აღასრულოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონი. შესაბამისად, როცა მძღოლი რამდენჯერმე არღვევს მოძრაობის წესებს და პოლიცია არ ან ვერ ახდენს რეაგირებას, დამრღვევი დაუსჯელი რჩება და მრავლდება ისეთი შემთხვევები, როცა უსაფრთხოების წესები სრულიად უგულებელყოფილია. ქალაქის საგზაო მოძრაობა მთლიან კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი, ასევე უნდა იყოს განვითარებული ინფრასტრუქტურა, რათა ის არ გახდეს ავტოს­აგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

უნდა დაიწყოს კომპლექსური კვლევა, თუ რატომ ხდება ასე. როდესაც გვეცოდინება­, რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, მხოლოდ მაშ­ინ შეგვეძლება, დავსახოთ პრევენციული ღონისძიებები და ვებრძოლოთ არა უკვე მომხდარ ავტოსაგზაო­ შემთხვევებს, არამედ­ თავიდან ავიცილოთ ისინი. ამ სფეროში აუცილებელია სისტემური ცვლილებები" - ამბობს ურუშაძე "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

წაიკითხეთ სტატია ვრცლად (თვითმხილველი: "დიდი სისწრაფით მისდევდა პატრული...") "კვირის პალიტრის" 4 ივლისის ნომერში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ