"მძღოლმა მითხრა, არაუშავს, კამერები მაინც არ მუშაობსო" - რატომ "სძინავს" პატრულს?!

"მძღოლმა მითხრა, არაუშავს, კამერები მაინც არ მუშაობსო" - რატომ "სძინავს" პატრულს?!

საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს, პატრული "მიძინებულია", საგზაო მოძრაობის დარღვევის ამსახველი ვიდეოკამერები კი - გამორთული. მიზეზებსა და ფაქტებზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს, ტრანსპორტის პროგრამის საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორს, ვასო ურუშაძეს დავუკავშირდით:

- საპატრულო პოლიციის ეფექტურობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მყოფი ყველა პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ ცდილობს მაქსიმალურად მოხსნას სადამსჯელო ღონისძიებები - ყველა ერიდება ამომრჩეველის გაღიზიანებას. არადა, ვხედავთ, რომ მძღოლი აშკარად არღვევს ავტოსაგზაო წესს, იქვე დგას საპატრულო ეკიპაჟი, თუმცა რეაგირება ნულია. ამან გამოიწვია არაკეთილსინდისიერი მძღოლების წახალისება. შედეგად, თითქმის ყოველდღე ვეცნობით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით ვიღაც გარდაიცვალა, დაშავდა და ა.შ.

საპატრულო პოლიცია არ რეაგირებს დარღვევებზე და ასეთი მიდგომით, მუდმივად მზარდი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას მივიღებთ. საპატრულო პოლიციის პოლიტიზირება დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. ისინი უნდა პასუხობდნენ მოთხოვნებს და არა პოლიტიკოსების ახირებებსა და სურვილებს.

რაც შეეხება კამერებს, ჩვენი ინფორმაციით, არ მუშაობს სრული დატვირთვით. მუშაობს მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბების აღმნიშვნელი ე.წ. რადარი, თუმცა შუქნიშნებსა და გზაჯვარედინებზე დარღვევების დაფიქსირება არ ხდება. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს, შსს ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ მძღოლები ამბობენ, რომ მათ დაარღვიეს წესები და ვიდეოჯარიმა არ მიუღიათ. მეც მქონდა შემთხვევა, როცა ტაქსიში ვიჯექი ღამით, მძღოლმა წითელზე გაიარა და შენიშვნა რომ მივეცი, მიპასუხა, - არა უშავს, კამერები მაინც არ მუშაობსო...  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ