მაგდა პაპიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვა მხოლოდ 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეუძლია

მაგდა პაპიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვა მხოლოდ 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეუძლია

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძეს 20 წლის პატიმრობის შემდეგ შეუძლია ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართოს. უფლებები, რომელიც უვადო პატიმრობამისჯილებს კანონმდებლობით გააჩნიათ, პაპიძეს დღევანდელ პროცესზე თავად მოსამართლემ განუმარტა.

მოსამართლემ პაპიძეს აუხსნა ისიც, რომ პატიმრობის 20 წლის მოხდის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვის გარდა, მას შეუძლია შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართოს.

თავად მსჯავრდებულს მის განაჩენთან დაკავშირებით დარბაზში კომენტარი აღარ გაუკეთებია. სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს პაპიძის დედამთილმა და დედამაც.

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის მიერ, ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას, სხდომათა დარბაზში შეკრებილები ტაშით შეხვდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ